"რუსეთი ვინც არის, ჩვენ ბევრად ადრე გავიგეთ, ვიდრე - სხვებმა“, - ეს განცხადება საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის და ზოგადად, ამ ქვეყანასთან ვაჭრობის რისკებზე საუბრისას გააკეთა. სოსო ფხაკაძის მთავარი რჩევაა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ ეს არაა მარტივი და ამაში კერძო სექტორს მთავრობაც უნდა დაეხმაროს.