Home
Category
TV Live Menu

S&P-მ თურქეთის რეიტინგი გააუარესა, ლირა კი გაუფასურებას განაგრძობს

5790d23d40c13
BM.GE
21.07.16 17:44
1175
რთული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, თურქეთის საფონდო ბირჟა და ლირა ვარდნას განაგრძობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მონაცემები 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად შემცირებულია.

ამასთან გაუარესდა თურქეთის საკრედიტო რეიტინგებიც. Standart&Poor’s-მა ქვეყნის რეიტინგი ორი საფეხურით უკან დასწია და BB დონეზე ნეგატიური დაადასტურა.
„ქვეყანაში მაღალია კაპიტალის გადინების რისკი“, - ამბობს სარეიტინგო სააგენტოს ეკონომისტი.

თურქეთისთვის რეიტინგის მოსალოდნელ შემცირებაზე განაცხადა Moody’s-მაც.

დღეს თურქული ლირა დოლარის მიმართ კიდევ 0,4%-ით გაუფასურდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day