საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard&Poors საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას მოკლევადიანი კორპორატიული რეიტინგი B+/B დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით "სტაბილური“.
S&P აღნიშნავს, რომ რეიტინგი "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ჯგუფის განვთარების გაგრძელებას გამოხატავს, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი სახელდება.
"ჩვენი ვარაუდოთ, "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შემოსავლები დაახლოებით 27-29%-ით გაიზარდა, 629-638 მილიონ ლარამდე ($266-$270 მილიონი). ამასთან კომპანიის EBITDA (მოგება ცვეთა-ამორტიზაციამდე, საპროცენტო ხარჯამდე და მოგების გადასახადამდე) 2016 წელს გაიზარდა 61-63%-ით, 199-202 მილიონ ლარამდე, მას შემდეგ რაც გასულ წელს სრულად ამუშავდა გარდაბნის კომპინირებული ციკლით მომუშავე ელექტროსადგური", - განმარტავს სარეიტინგო სააგენტო.
ამასთან, სარეიტინგო სააგენტო "ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის" რისკად მიიჩნევს, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების შესაძლო არამდგრადობას დოლარში, მაგალითად ვალუტის რყევის შემთხვევაში.
ამასთან, რისკად სახელდება კორპორაციის არასათანადოდ გაწერილი რძელვადიანი სტრატეგია და მთავრობის მიერ მისი სტრატეგიის მოულოდნელი ცვლილება.