ილონ მასკის კომპანიამ SpaceX 112 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი მიიღო. შედეგად კომპანია NASA -სთან ერთად 2021 წლის აპრილისთვის თანამგზავრს გაუშვებს და ოკეანეთის ზედაპირს და ტოპოგრაფიას შეისწავლიან, - ინფორმაციას თავად NASA ავრცელებს.
"კვლევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ ისტორიაში პირველად მოხდეს დედამიწის ზედაპირული წყლების სრული გამოკვლევა და დამატებით, იგეგმება დეტალური გამოკვლევა იმ ცვლილების რომელიც ზედაპირულ წყლებზე აისახება”. თანამგზავრი გამოიკვლევს დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 90%-ს. მიღებული მონაცემებით კი შესაძლებელი იქნება საპროგნოზო ანალიზის შემუშავება კლიმატურ ცვლილებებზე.