ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი საქართველოსა და ესტონეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთორთობაზე, ასევე მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრობს.
- ბატონო არნოლდ, რა არის თქვენი საქართველოში ვიზიტის მიზანი?
- ძალიან სასიხარულო ფაქტია ის რომ ჩვენთვის ასე ნაცნობი ქვეყანა, როგორც საქართველოა ევროკავშირის გზაზე დგას . მოგეხსენებათ რომ ესტონეთი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თქვენს შემოერთებას ევროპულ კავშირში და ეგრეთწოდებულ დემოკრატიზაციას თქვენი საზოგადოებისა. დანამდვილებით მინდა გითხრათ რომ თქვენ ამ გზას ადგახართ და ჩვენს თავისთავად მზად ვართ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ გაწევრიანების პროცესებში. ესტონეთის ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოსთან ორმხრივი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით და ჩვენი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს არის.
- როგორია ეკონომიკური ურთიერთობები ესტონეთსა და საქართველოს შორის ?
- დღესდღეობით, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დაბალ დონეზეა განვითარებული, თუმცა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ურთიერთობებს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. არსებობს ძალიან ბევრი ინდუსტრია, რომლებში თანამშრომლობითაც ესტონეთსა და საქართველოს შეუძლიათ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ეს ეხება წარმოებასაც. ასევე, ესტონეთს აქვს იმის რესურსი რომ საქართველო მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, მაგალითად, რძის პროდუქტებით უზრუნველყოს.
ვფიქრობ, აუცილებელია, რომ საქართველოში წარმოების მასშტაბები გაიზარდოს და ეს დარგი უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამისათვის თავისთავად საჭიროა შესაბაისი განათლება და ცოდნა . საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობასაც გავუსვამდი ხაზს. მის გარეშე ხომ განვითარება უკვე შეუძლებელია. ესტონეთი მზადაა, საქართველოს ამ მიმართულებითაც დაეხმაროს , თუნდაც კადრების გადამზადებაში.
- კონკრეტულად რომელ სექტორებში ხედავთ საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის პოტენციალს?
- მე ამ პოტენციალს ვხედავ როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ ურთიერთობებში. რაც შეეხება დარგობრივ ურთიერთობებს, სოფლის მეურნეობა, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოტენციური დარგი სადაც ვხედავ ჩვენი თანამშრომლობის მომავალს. ასევეა განათლების სფეროც. მაგალითად, ჩვენი განათლების სისტემა და კონკრეტულად უნივერსიტეტები მსოფლიოშია აღიარებული და უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად უზრუნველყოთ თქვენი კადრების გადამზადება , განსაკუთრებით სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით. ასევე ესტონეთში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და განვითარებული გარემოს დაცვითი მიმართულებაც. მოკლედ სია იმ სფეროების რაშიც საქართველოს და ესტონეთს თანამშრომლობა შეუძლიათ საკმაოდ დიდია.
- საქართველოში სულ მალე, მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება ესტონური საგადამხდელო მოდელი. როგორც ვიცი ესტონეთში ეს მოდელი 2010 წელს შევიდა ძალაში. რას ფიქრობთ ამ მოდელზე?
-მინდა გითხრათ რომ ეს მოდელი საკმაოდ თავისებური და განსხვავებულია, თუმცა, დახვეწას მაინც საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორისაც სისტემატიურად მიმდინარეობს დავები, რადგან ყველა ვაცნობიერებთ რომ ამ საგადამხდელო სისტემას ძალიან ბევრ ეკონომიკურ პროცესზე აქვს გავლენა.
- თქვენი აზრით, აღნიშნული საგადამხდელო მოდელი არის თუ არა გამოწვევა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის?
- ამ მხრივ გადაჭრით პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა, ვფიქრობ რომ როდესაც საგადამხდელო სისტემის ესტონურ მოდელზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ესტონეთის ეკონომიკურ გარემოსა და საქართველოს ეკონომიურ გარემოს შორის დიდი განსხვავებაა. მე ვფიქრობ, რომ ქართველმა სპეციალისტებმა ამ დარგში უფრო კარგად უნდა შეისწავლონ აღნიშნული ესტონური მოდელი და წინასწარ გათვალონ რამდენად სწორი იქნება მისი საქართველოში შემოღება.
- თქვენი შეფასებით რა შესაძლებლობებს აჩენს საქართველოსთვის DCFTA?
რასაკვირველია ეს შეთანხმება მთელ რიგ შესაძლებლობებს აჩენს, როგორც კონკრეტულად ჩვენ ორ ქვეყანას შორის, ასევე თქვენთვის ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც. ჩემი აზრით, თქვენთვის ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ტრამპლინია წარმოების გაზრდილ მასშტაბებზე გადასასვლელა, რადგან ახლა უკვე იცით, სად შეგიძლიათ თქვენი პროდუქციის გატანა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ ეს საქართველო ესტონეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს ძალიან წაადგება.
- გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც საქართველოში აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას?
- კონკრეტული კომპანიის დასახელება გამიჭირდება, თუმცა, მჯერა რომ ახლა სხვადასხვა ესტონელი ბიზნესმენები სხედან და საქართველოში განსახორციელებელ საინვესტიციო გეგმებზე საუბრობენ. ზოგადად ბოლო პერიოდში ქართველ და ესტონელ ინვესტორებს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ამ ურთიერთობების შედეგად მალე საქართველოში უფრო მეტი ესტონური ინვესტიცია გამოჩნდება.