მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2018 წელს საკულტო რეჟისორმა, სტივენ სპილბერგმა სტრიმინგის სერვისები ღიად გააკრიტიკა და თანამედროვე კინოს ყველაზე დიდი საშიშროება უწოდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც Netflix-ის მიერ გადაღებულმა Roma-მ სამი ოსკარი მოიპოვა, რეჟისორმა ამერიკის კინოაკადემიას სტრიმინგის სერვისებზე შექმნილი ფილმების ნომინირების აკრძალვა მოსთხოვა, ახლა ვიგებთ, რომ სწორედ Netflix -სა და სპილბერგის საპროდიუსერო კომპანიასთან Amblin ოფიციალური ხელშეკრულება დადო. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ ჰოლივუდში ამ შეთანხმების შედეგად ახალი ეპოქა იწყება, რას უნდა ველოდოთ და როგორ დაითანხმეს სპილბერგი თანამშრომლობაზე?