Home
Category
TV Live Menu

"სპორტის სამინისტროში გაცემული დანატები თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს"

5975ea68d02ac
BM.GE
24.07.17 16:38
756
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომელთა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით და სამინისტროში კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, 2016 წლის განმავლობაში სამინისტროს 23 თანამშრომლისთვის დაწესდა ყოველთვიური დანამატი. აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკიტხულობთ, რომ სამინისტროში გაცემული დანატები თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს.

ამასთან, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს აპარატში შტატგარეშე მოსამსახურეების სახით 2016 წლის განმავლობაში საშუალოდ დასაქმებული იყო 25 პირი. შტატგარეშე მოსამსახურეებთან, შესაბამის სტრქუქტურულ ერთეულში შრომითი საქმიანობის განხორციელების თაობაზე, დადებული იყო ვადიანი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა უწყვეტად გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. საშტატო განრიგით გათვალისწინებული 11 ერთეული ვაკანსიის პირობებში, შტატგარეშე მოსამსახურეები ფაქტიურად დასაქმებული იყვნენ მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

Subscribe to our news

Get the main news of the day