ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში უცნობმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლის გაუხსნეს. სროლის შედეგად დაღუპულია რამდენიმე პოლიციელი. გამოცემა ABC წერს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყაზახეთში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. თავდასხმა მოხდა ეროვნული უშიშროების კომიტეტზეც.
Interfax პოლიციელის ნათქვამზე დაყრდნობით წერს, პირი რომელმაც ცეცხლი გახსნა რადიკალი ისლამისტი იყო, თუმცა ყაზახეთის სამართალდამცავების მხრიდან ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმასი მონაწილე ერთი პირის დაკავება უკვე მოხდა, მეორეს დაკავების ოპერაცია კი ამ წუთებში მიმდინარეობს.