Home
Category
TV Live Menu

სსე კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან 919 016 ლარის გადახდას ითხვს

598b0833e7f02
BM.GE
09.08.17 19:00
837
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა სს „ კახეთის ენერგო დისტრიბუციისგან“ დავალიანების გადახდას ითხოვს. წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, აღნიშნული თანხა 919 016.93 ლარს შეადგენს.

კახეთის ენერგოსიდტრიბუცია გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიაა, რომელიც ცოტა ხნის წინს «ენერგო პრო ჯორჯიამ“ შეიძინა. კახეთის ენერგოდისტრიბუცია საჯარო აუქციონზე 21.7 მილიონ ლარად გაიყიდა. შედეგად, ენერგო-პრო თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა. იქამდე, 2008-2011 წლებში, კომპანიის მფლობელი იყო ლიტვური კონცერნი „ახემა-გრუპემა“. კომპანიის ვალდებულებები ჯამურად 21 მილიონ ლარს უტოლდება, რისი დაფარვაც აუქციონზე გადახდილი თანხით მოხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day