Home
Category
TV Live Menu

სსფ: საგადასახადო რეფორმა მთავრობას მშპ-ს დაახლოებით 1,5% დაუჯდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია

581a1745c3ef2
BM.GE
02.11.16 20:38
1520
სავალუტო ფონდის შეფასებით, მომავალ წელს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფისკალური კონსოლიდაცია და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ქინება. როგორც ფონდის მუდმივმოქმედმა წარმოამდგენელმა ფრანსუა პეშომ განაცხადა საგადასახადო რეფორმა, რომელიც საქართველოში მომავალი წლიდან ამოქმედდება, საკმაოდ ძვირი დაუჯდება.

"ჩვენი შეფასებით ეკონომიკური ზრდა მიმდინარე და მომავალ წელს დამოკიდებული იქნება ფისკალურ მაჩვენებლებზე. მომავალ წელს დეფიციტი 6% იქნება, რაც საგადასახადო რეგორმას უკავშირდება, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდება. რეფორმა მთავრობას მშპ-ს 1,5% დაიუჯდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ჩვენ ვიცით, რომ მთავრობა მუშაობს, რათა საგადასახადო რეფორმის გავლენა ფისკალურ მაჩვენებლებზე შემცირდეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ეკონომიკური ზრდის და არც საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებლის შეცვლის.

მთავრობა საგადასახადო რეფორმას ატარებს იმისთვის რომ ინვესტიციები გაიზარდოს, ჩვენ ვთვლით რომ ამისთვის სხვა გზაც არის, რომელიც ნაკლები დაჯდება. საქართველოში გადასახადები არაა დიდი, ეს საკმაოდ კონკურენტულია რეგიონის და სხვა ქვეყნებისთვის და თუ მთავრობას სურს ინვესტიციების გაზრდა ამისთვის სხვა გზებიცაა.

ფისკლაური კონსოლიდაციასა და დეფიციტის შემცირება მომდევნო წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day