Home
Category
TV Live Menu

სსფ: საქართველოში დაგეგმილი საგადასახადო რეფორმა შემოსავლებს შეამცირებს, დეფიციტს კი გაზრდის

580da412e75df
BM.GE
24.10.16 10:00
934
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 3,4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, მომავალი წლისთვის კი ფონდის პროგნოზი 5,2%-ია.
სავალუტო ფონდი წელს საქართველოში 2.6%-იან და მომავალ წელს 3.6%-იან ინფლაციას ელოდება. ასევე მშპ-ის მიმართ მიმდინარე ანგარიშის 12.1%-იან დეფიციტს წელს და ოდნავ ნაკლებს, 12%-იანს მომავალ წელს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ფონდის ვარაუდით წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.4%-ით შემცირდება, რუსეთის 0.8%-ით, სომხეთის 3.2%-ით გაიზრდება, ხოლო თურქეთში 3.3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ფონდის რეგიონალურ მიმოხილვაში მოხვდა BREXIT-ის გავლენის შეფასება სხვადასხვა ქვეყნებზე. ანგარიშის მიხედვით, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას დატოვოს ევროკავშირი კავკასიის რეგიონზე შეზღუდული გავლენა ჰქონდამ ნათ შორის მცირედით მოხდა ადგილობრივი ვალუტების რყევა და ეს საქართცველოს შემთხვევაში 5% იყო.
სავალუტო ფონდი ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში, 2015 წლის მსგავსად 3,7%-იან ზრდას ელოდება.

"საქართველოში გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები სტიმულს აძლევს შიდა მოთხოვნას. საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში ინფლაციაზე გავლენას ვალუტების სიმყარე, დაბალი სამომხმარებლო ფასები და ნავთობის დაბალი ფასი იქონიებს და აღნიშნული ინფლაციის დონეს 2,4%-მდე ჩამოიყვას. მომავალ წელს კი შიდა ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებასთან ერთად, 4,9%-მდე გაიზრდება“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყველა ქვეყანა გარდა საქართველოსი 2017 წლიდან ფისკალურ პოზიციებს გაიუმჯობესებს.

„საქართველოში საგადასახადო რეფორმის გამო, საგადასახადო შემოსავლები შემცირდება და დეფიციტი გაიზრდება, თუკი არ მოხდება ოფსეტური ღონისძიებების გატარება“, - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია რომ საგადასახადო რეფორმა ინვესტიციების გაზრდას ემსახურება.

Subscribe to our news

Get the main news of the day