საერთაშორისო სავალუტო ფონდი ირანს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. როგორც ფონდის ანაგრიშშია აღნიშნული, ქვეყნის საბოლოო წარმატება მაკროეკონომიკური პარამეტრების გაძლიერებაზეა დამოკიდებული, რომლისთვისაც სტრუქტურული რეფორმების გატარებაა საჭირო.
სსფ არნიშნავს, რომ ირანმა მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებისთვის ნაბიჯები უკვე გადადგა, მათ შორის ინფლაციის ზღვარის დაწევით.
"მიუხედავად ფინანსური და კომერციული ოპერაციების ხარჯების ზრდისა და უცხოურ ვალუტებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობისა, ინფლაცია ქვეყანაში სტაბილურობას ინარჩუნებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.
სავალუტო ფონდი ირანს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას და საფინანსო სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას ურჩევს.