Home
Category
TV Live Menu

სტამბოლში ხიდები დაიკეტა, ანკარაში კი სროლის ხმა ისმის - სამხედრო მოქმედებები თურქეთში

5789491b62ac7
BM.GE
16.07.16 00:25
1266
სტამბოლში ხიდები ჩაიკეტა, ანკარას თავზე კი ვერტმფრენები დაფრინავენ, - თურქეთში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში "უკანონო სამხედრო ქმედებებს აქვს ადგილი". ქვეყნის პრემიერის თქმით, ეს არ ყოფილა სამხედრო გადატრიალება, თუმცა სამხედრო ქმედებები არ იყო კანონიერი. არსეული ინფორმაციით, ანკარაში ისმის სროლის ხმაც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანკარას ქუჩებში გამოჩდნენ ტანკები, სტამბოლში კი ორი ხიდია ჩაკეტილი, რის გამოც ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

თურქული მედია NTV კი წერს, რომ ქვეყნის პრემიერის განცხადებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია. მისივე თქმით, ქმედებებში მონაწილეობას სამხედროების მხოლოდ ნაწილი იღებდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day