Home
Category
TV Live Menu

Standard&Poor’s-მა ევროკავშირის რეიტინგი გააუარესა

5777a6031660b
BM.GE
02.07.16 15:27
1223
სარეიტინგო სააგენტომ Standard&Poor’s ევროკავშირის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. გადაწყვეტილება სააგენტომ დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ მიიღო.

S&P-ის ანალიტიკოსები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლით, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესაძლო შემცირებას ადრეც ვარაუდობდნენ. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში «AA +» (უმაღლესიდან) «AA»-მდე შემცირებულია.

გასულ კვირას Standard & Poor და Fitch-მა დიდი ბრიტანეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები შეამცირეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day