მსოფლიოში ყავის უდიდესი ქსელის Starbucks წმინდა მოგებამ მიმდინარე წელს 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლები რეკორდულ მაჩვენებლამდე 11.2%-ით 21.3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ბოლო 1 წელში მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერმა 2042 ახალი პუნქტი გახსნა, მათ შორის, პირველი წერტილები კამბოჯიში, ყაზახეთში, ლუქსემბურგში, ანდორაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სლოვაკეთში, ტრინიდადსა და ტობაგოში. კომპანიის გაყიდვები მსოფლიოში საშუალოდ 5%-ით გაიზარდა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში - 6%-ით, ხოლო აზიასა და ჩინეთში - 3%-ით.