YouTube-ს სარეკლამო ბოიკოტი გაფართოვდა. ყავის საერთაშორისო ქსელი Starbucks-ი, აშშ–ის უმსხვილესი რითეილერი Walmart-ი და PepsiCo საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მათ დაადასტურეს და აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი ის დაასახელესრომ კომპანიების რეკლამები ინტერნეტსივრცეში არასასურველი ვიდეოებთან ერთად ხვდება, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.
კომპანიები აღნიშნავენ, რომ ის კონტენტი, რომელსაც მათ რეკლამებს აბამენ არანირ კავშირში არ არის მათთან და მათი კომპანიების ღირებულებებს არ შეესაბამება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიები ამ ზომამდე The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ მივიდნენ. სტატიის თანახმად, Google-ის რეკლამას ამერიკულმა კომპანიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, რამაც შესაძლოა Google-სა და YouTube-ს ასობით მილიონის ოდენობის ზარალი მოუტანოს. მაგალითად, AT&T-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან იმით, რომ მათი კომპანიის რეკლამა შესაძლოა ისეთი ვიდეოსთან გამოჩნდეს, სადაც სიძულვილისა და ტერორიზმის ტირაჟირება ხდება.
"სანამ Google-ი გარანტიას არ მოგვცემს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება, ჩვენ რეკლამაზე უარს ვამბობთ,"- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
Youtube-ს ბოიკოტი უკვე ბრიტანეთის მთავრობამაც გამოუცხადა, მათ შორის Channel 4, BBC, BBC, L'Oreal, ტელეკომპანია Sky, Marks & Spencer, McDonald's, HSBC, Lloyds, Royal Bank of Scotland, გამოცემა The Guardian, მედიაჰოლდინგი AT&T და ფიჭურმა ოპერატორმა Verizon Communications Inc.
ბრიტანულმა Times ინფორმაცია გაავრცელა, რომ YouTube-ზე რეკლამების გარკვეული ნაწილი იმ ვიდეოებზეც თავსდება, რომლებიც ტერორიზმს ან ანტი-სემიტიზმს პროპაგანდას უწევენ.
აღნიშნულის შესახებ კორპორაცია Google-ის ხელმძღვანელობამ საჯაროდ ბოდიში მოიხადა.