მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის შენელებისა კომპანია Starbucks მსოფლიოს ნომერი მეორე ეკონომიაკში ქსელის გაფართოვებას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა CNNMoney-ს განუცხადა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩინეთში „სტარბაქსის“ ახალი მაღაზია ყოველდღიურად გაიხსნება.
შედეგად 2021 წლისთვის ჩინეთში სტარბაქსის 5,000 ქსელი ექნება. პირველი Starbucks ჩინეთში 17 წლის წინ გაიხსნა. კომპანიის დირექტორის ჰოვარდ შულცის განცხადებით, წლების განმავლობაში, ჩინეთში სტარბაქსის მომხმარებლები უმეტესად ტურისტები იყვნენ, ჩინელებმა კი მისი პროდუქციის მოხმარება ბოლო წლებია აქტიურად დაიწყეს.