Home
Category
TV Live Menu

Starbucks ქაღალდის ყავის ჭიქებზე დამატებით გადასახადს აწესებს

5a531b2ddcaef
BM.GE
08.01.18 12:00
1078
კაფეტერიების მსოფლიო ქსელი Starbucks ქაღალდის ყავის ჭიქებზე დამატებით გადასახადს აწესებს. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ლონდონის კაფეებზე, სადაც მომხმარებელს ჩაის ან ყავის შეძენისას ქაღალდის ჭიქაში 5 ბრიტანული პენსის გადახდა მოუწევს.

კომპანია ამ "აქციის" დაწყებას თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში 20-25 ობიექტზე აპირებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქაღალდის ჭიქების ხელმორედ გამოყენებას. ამასთან, Starbucks აგრძელებს კამპანიას, რომლითაც მომხმარებელი 25-პენსიან ფასდაკლებას იღებს, თუ ყავის შეძენისას საკუთარ ჭიქას მიიტანს.

კომპანიის გადაწყვეტილება გამომდინარეობს ბრიტანეთის პარლამენტის წევრების ინიციატივიდან, რომ ქაღალდის ჭიქებზე გარკვეული გადასახადი დაწესდეს. ბრიტანეთის პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს მათი გამოყენების შემცირებას, ვინაიდან დღეს 2,5 მილიარდი ყავის ჭიქა გადამუშავების გარეშე იყრება.

Subscribe to our news

Get the main news of the day