Home
Category
TV Live Menu

"Start-up საქართველოს" ფარგლებში განაცხადების მიღება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი

588b099ea820f
სალომე მეცხვარიშვილი
27.01.17 18:50
1063
Start-up საქართველოს პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" "სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა ვაჟა მენაბდემ განუცხადა.

მისი თქმით, განაცხადების მიღებისას აღარ იქნება წყვეტა და იდეის ავტორებს შეეძლებათ, მთელი წლის განმავლობაში გაგზავნონ იდეები პროექტის ფარგლებში.
ვაჟა მენაბდის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი ამ დროისთვის 10 მილიონია, რომლის მხოლოდ ნახევარია გახარჯული გასული წლიდან. წარმატებული პროექტების არსებობის შემთხვევაში „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსება შესაძლოა, 35 მილიონამდე გაიზარდოს.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს, იდეების მთავარი პრობლემა ძირითად შემთხვევაში ინოვაციურობაა. ვაჟა მენაბდის თქმით, ყველაზე მეტი პროექტის სწორედ ამის გამო არ მტკიცდება.

მისივე თქმით, პროექტების ნაწილის დახვეწაში იდეის ავტორებს ეხმარებიან, ნაწილს კი სრულად უწევს იდეის ახლიდან ფორმირება.

"სტარტაპ საქართველო" პროგრამა ხორციელდება საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. დღეისათვის გამარჯვებულად 65 პროექტი გამოცხადდა.

პროექტების შერჩევა კონკურსის წესით ხდება. ახალი წლიდან „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა განხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე მოხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day