Home
Category
TV Live Menu

"სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართება

5773969b8bfec
BM.GE
29.06.16 13:18
1142
დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ ღია კარის დღეს მართავს. მათ ვისაც გაქვთ ინოვატორული ბიზნეს იდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან“ ერთად, 30 ივნისს, ხუთშაბათს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში პროგრამის კოორდინატორები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ინოვაციური ბიზნესის იდეების დაფინანსების პროგრამამ "სტარტაპ საქართველო“ განაცხადების მიღება 17 ივნისს დაიწყო. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.

ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს, რაც მოიცავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას ტელეკომუნიკაციას და სხვა მიმართულებებს. კონკრეტული სფეროები კი შემდეგია:

ავიაკოსმიური წარმოება; ავტომობილები; ხელოვნური ინტელექტი; ბიოტექნოლოგიები; ბიოინფორმატიკა; კომპიუტერული ინჟინერია; კომპიუტერული მეცნიერება; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ბირთვული ფიზიკა; ელექტრომაგნიტური გამოსხივება; რობოტიკა; ნახევარგამტარები; ტელეკომუნიკაცია.

Subscribe to our news

Get the main news of the day