საქართველოში ახალი ონლაინ სამეწარმეო ჟურნალი MyStartup.ge შეიქმნა, რომლის მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერა. ჟურნალი დაფუძნებულია "ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციის" მიერ.
ონლაინ ჟურნალი ხელს შეუწყობს სტარტაპებისა და მეწარმეების პროდუქტის პოპულარიზაციას, სამეწარმეო ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერას, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პროგრამებისა და ინიციატივების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და სამეწარმეო სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.