Home
Category
TV Live Menu

სტატისტიკის სამსახური საწარმოთა ზომის განსაზღვრის მეთოდოლოგიას ცვლის

58b6c8e82d226
ელენე ჩომახიძე
01.03.17 17:12
994
სტატისტიკის სამსახური საწარმოთა ზომის განსაზღვრის მეთოდოლოგიას ცვლის. აღნიშნული ცვილება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. დღემდე მოქმედი მეთოდოლოგია ჯერ კიდევ 2002 წელს შემუშავდა და პრაქტიკულად 14 წლის განმავლობაში საწარმოო სექტორში მიმდინარე არაერთი რადიკალური ცვლილებისა, მეთოდოლოგია მაინც არ შეცვლილა. როგორც სტატისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელის, ისე სხვადასხვა ასოციაციებისა და უწყებების წარმოამდგენლების მოსაზრებით, მოცემული მეთოდოლოგია საკმაოდ მოძველებული იყო და დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, აუცილებლად საჭიროებდა ფორმირებას, კერძოდ კი ერთიანი აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემაში მოქცევას.

2002 წლიდან საქართველოში საწარმოთა ზომა 4 კატეგორიისგან შედგება, ხოლო მათი დეფინიცია დასაქმებულთა რაოდენობითა და საწარმოს ბრუნვის რაოდენობით განისაზღვრებოდა. მაგალითად მსხვილ საწარმოს განეკუთვნება ის კომპანია რომელშიც დასაქმებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს ან კომპანიის წლიური ბრუნვა მილიონ ნახევარ ლარს აღემატება. მოცემული ციფრები მცირდება საწარმოთა კატეგორიების ცვლილებასთან ერთად. რაც შეეხება ევროსტატის მეთოდოლოგიას, მაგალითად მსხვილ საწარმოს განეკუთვნება ის საწარმო სადაც 250 ადამიანზე მეტია დასაქმებული ან ბრუნვა 50 მილიონ ევროს აჭარბებს. საქართველოსგან განსხვავებით ევროსტატის მეთოდლოგიაში კიდევ ერთი ასპექტია გათვალისწინებული - ეს არის საწარმოს აქტივების რაოდენობა.

ცვლილების მიხედვით, მსხვილი საწარმოოს კატეგორიაში გავა საწარმო რომელშიც დასაქმებულების რაოდენობა 100-ის ნაცვლად 250-ს აღემატება, ხოლო ბრუნვა მილიონ ნახევრის ნაცვლად გაცილებით დიდი, ანუ 60 მილიონ ლარზე მეტი იქნება. საშუალო და მცირე საწამროების განსაზღვრების შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებით მხოლოდ საწარმოო ბრუნვის რაოდენობა მოიმატებს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი დარჩება.




Subscribe to our news

Get the main news of the day