Home
Category
TV Live Menu

სტიქიის გამო, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა გადაიდო

5780952747dbe
BM.GE
09.07.16 10:07
1382
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებული იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩავა.
 
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავნ, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

სტიქიის გამო გადაიდო ურეკის საკონცერტო დარბაზის „Black Sea Arena“ გადმოცემის საზეიმო ცერემონია. ასევე, გადაიდო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი, ბაში-დაფნარის ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day