არაერთგზის ოსკარით დაჯილდოვებულმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ჩინურ კომპანიასთან Alibaba Pictures ითნამშრომლებს.
შეთანხმების თანახმად, Amblin Partners-ის უმცირესი სააქციო პაკეტის წილის მფლობელი Alibaba Pictures გახდება და ასევე თავის წარმომადგენელს დირექტორთა საბჭოში დაასახელებს. სპილბერგი და მილიარდერი ჯეკ მა თანამშრომლობით გეგმავენ ჩინეთში Amblin-ის ფილმების განვითარებას შეუწყონ ხელი.
"ვფიქრობ, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არც ისე ბევრი განსხვავებაა. ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ დასავლეთში ისტორიების მოყოლა უკეთესად იციან",-აღნიშნა ჯეკ მამ.
მისივე თქმით, "ეს შეთანხმება ჩინეთში ამრიკის მეტი ცნობადობის მიატანას შეძლებს და პირიქით ამერიკაში - ჩინეთის".
კომპანიებს შორის თანამშრომლობა ფილმით ’’დიდი და კეთილი გოლიათი“ (The BFG) იწყება, რომელიც ჩინეთში გაქირავებაში სულ რამდენიმე დღეში 14 ოქტომბრიდან გამოჩნდება.