საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობის შეფასების მიზნით, სტრეს-ტესტის ინტერაქტიული ვებპლატფორმა აამოქმედა. სტრეს-ტესტი საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც კომერციული ბანკების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უზრუნველყოფს.
სტუმარი: ალექსანდრე ერგეშიძე - "საქართველოს ეროვნული ბანკის" ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი;