Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სტუმარი: ზურაბ ლალაზაშვილი - #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად / 10.04.2023

BM.GE
10.04.23 22:17
130
ინტერვიუ ზურაბ ლალაზაშვილთან - კომპანია BDO, მმართველი პარტნიორი; 

სტრატეგიული პარტნიორის მიერ მოსამართლეების სანქცირება და მმართველი ძალის რეაქცია იქნება დღევანდელი #წერტილის ფოკუსში. მაშინ როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები აშშ-ს ხან პარტნიორობის ხარისხს უწუნებენ და ამბობენ, რომ პარტნიორები ასე არ იქცევიან, ნაწილი - ამერიკისგან სანქცირებული მოსამართლეების კორუფციაში ჩართვაზე მტკიცებულებებს ითხოვს, ერთ-ერთმა სანქცირებულმა მოსამართლემ ირაკლი შენგელიამ კი, სანქცირების ფაქტის აშშ-ის სასამართლოში გასაჩივრება დაანონსა, საინტერესოა ქართული სასამართლოს შეფასება მოვისმინოთ საქმიანი ადამიანებისგან, ბიზნესისგან, რომელიც წლებია სასამართლო სისტემას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. მიმზიდველი ბიზნესგარემო კი ნიშნავს მეტ ახალ ინვესტიციას ქვეყანაში, რასაც მოჰყვება მეტი სამუშაო ადგილი და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდა. ვიდრე #წერტილის დღევანდელ სტუმარს წარგიდგენთ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მეთაურმა მიმდინარე სამუშაო კვირა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ კი თქვა, რომ ყველა მოსამართლით ამაყობს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ.

„ჩემი მთავარი გზავნილი: მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან – როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე.

ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებს“, - ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც აშშ-მ ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეები დაასანქცირა. „როგორც პრემიერ-მინისტრი, მოვითხოვ, ყველამ დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე“ - ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტს, რომელიც ეკითხებოდა, თუ რისგან იცავდა პრემიერ-მინისტრი სასამართლოს.

მთავრობის მეთაურის შეფასებითვე, სასამართლოს სისტემის რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია ის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ ევროკავშირში.

რამდენად ადეკვატურია მთავრობის მეთაურის მხრიდან ე.წ. კლანის წევრი უკვე სანქცირებული მოსამართლეების მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება. რატომ ვერ ბედავს ხელისუფლება სასამართლო სისტემის ნამდვილ რეფორმას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია და რას ნიშნავს აშშ-ის მიერ მოქმედი მოსამართლეების დასანქცირება საინვესტიციო იმიჯისთვის? 

სტუმარი: თელარა გელანტია - BMG - მთავარი რედაქტორი; „წერტილი“ - ავტორი & წამყვანი;
ინტერვიუერი: ზურაბ ლალაზაშვილი - აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი;







Subscribe to our news

Get the main news of the day