Home
Category
TV Live Menu

"სუბსიდია საჭირო იქნება მანამდე, სანამ საწარმოებს ყურძნის სრულად შესყიდვის მოთხოვნა არ ექნებათ"

578875dbb0bcf
დავით ჯალაღონია
15.07.16 09:32
1080
კომპანია "თბილღვინოს“ გენერალური დირექტორის გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, „სუბსიდიის კომპონენტს სახელმწიფო იყენებს როგორც ინსტრუმენტს - შეავსოს სხვაობა საბაზრო ფასა და სასურველ ფასს შორის, რომელიც მევენახემ მიმდინარე ხარჯების დასაფარად და გარკვეულ მოგებაზე გასასვლელად უნდა მიიღოს.

"ჩვენ ყოველთვის საბაზრო ფასს ვიხდით. როდესაც საბაზრო ფასიდან არის გადახრები ჩვენ ამას აქტიურად განვაცხადებთ ხოლმე. იმედი გვაქვს, რომ წელს გასული წლის მსგავსად რთველი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის, საქმიან რეჟიმში. ჩვენ ახლა ვახდენთ დათვლას, რა მარაგებით შევხვდებით რთველს და შესაბამისად, რა რაოდენობის ყურძენი დაგვჭირდება. წელს ვიყიდით სათანადო რაოდენობას. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ბოლო 6 თვის მონაცემებით ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ვართ, მოთხოვნა დაბალი არ გვექნება ყურძენზე, თუმცა რა იქნება ეს მოთხოვნა, უახლოეს პერიოდში, რთველის მოახლოებასთან ერთად გვეცოდინება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day