სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათში “სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საწებლისა და წიწაკის 2 ნიმუშში “სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა.
შედეგად ზემოაღნიშნული პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან ბიზნეს ოპერატორები კი დაჯარიმდნენ.
სტუმარი: ვასილ ბასილაძე - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;