Home
Category
TV Live Menu

სუფსას ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაზაფხულზე იგეგმება

58849f69dd893
ანი ჯოხაძე
22.01.17 16:00
1196
სუფსას ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის პროექტის პირველი პრეზენტაცია გაზაფხულზე იგეგმება. როგორც პროექტის წარმომადგენელი „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე ხელშეკრულებით გაწერილი დოკუმენტაციის დამუშავება მიმდინარეობს.

„წინასაპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს მუშაობა გეოლოგებთან და არქეოლოგებთან. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე უნდა გამოცხადდეს ტენდერი, ყოველ შემთხვევაში, რაც არის გაწერილი გრაფიკით მივყვებით“ - აცხადებენ პროექტის განმახორციელებელ კომპანიაში.

მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სუფსაში ნავთობგადამამუშავებე კომპლექსს ქართულ-ირანული კომპანია Geopars აშენებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი კომპანიას გასულ წელს გადაეცა. საწარმოს ნავთობპროდუქტების წარმადობა 5 მილიონ ტონამდე იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day