Home
Category
TV Live Menu

სულამანიძე: ზედამხედველობის სააგენტოდან ეროვნულ ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია მიეწოდება

56b8c59abca5a
BM.GE
08.02.16 20:40
1173
საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის თემა კვლავ აქტუალურია. 4-5 თებერვალს საკონსტუტიციო სასამართლოს სხდომა გაიმართა, რმელსაც სასამართლოს ცხრავე მოსამართლე ესწრებოდა. მოწმის სახით დაიკითხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძეც. სასამართლოს წინაშე წარსდგა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლება შეჩერებული დირექტორი, კოტე სულამანიძეც. როგორ წარიმართა პროცესი და რაზე გააკეთეს მხარეებმა აქცენტი, - "ბიზნესკონტაქტის" კითხვებს, კონსტანტინე სულამანიძე პასუხობს.
 
- თქვენ თვლით, რომ საფინანსო ზედამხედველობის გამოყოფა ეროვნული ბანკისგან კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. რა არის თქვენი არგუმენტები?

- ფინანსური სტაბილურობა ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს, შესაბამისად ეროვნული ბანკის ექსკლუზიურობაზე საუბარი რთულია. მათ შორის ის, რომ კრიმინალები არ არიან და ბანკები არ ყაჩაღდება, გარკვეულწილად ხელს უწყობს ფინანსურ სტაბილურიბას.

- თუმცა, კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ ეროვნულ ბანკს ევალება ფინანსური სტაბილურიბის გარანტი იყოს...

- აქ გასაჩივრებულია 95-ე მუხლი, სადაც მითითებულია, რომ ისინი არიან ფინანსური სტაბილურიბის ხელშემწყობნი. ხელშეწყობა არ შეიძლება ექსკლუზიური იყოს, ვინაიდან ფინანსური სტაბილურიობა ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს.

მეორე შეკითხვა იყო, თუ რამდენად რჩებათ მათ ინსტრუმენტები, რომ ზედამხედველობის გარეშე ფინანსური სექტორის სტაბილურობა მოახდინონ. ზედამხედველობა ინფორმაციის მოძიებას, შემოწმებას და გარკვეული წესების განმარტებას წარმოადგენს.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სწორედაც რომ ავტომატურად, ონლაინ რეჟიმში განხორციელდება. ზედამხედველობის სააგენტოდან ეროვნულ ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია მიეწოდება. ინფორმაციის ვაკუუმი ეროვნულ ბანკთან არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ რჩებათ ინსტრუმენტები, რომ ამ კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემდგომი ქმედებების გატარება მოახდინონ.

- საქართველოში ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობა ერთხელ უკვე გამოვიდა. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრობლემები გაჩნდა და საფინანსო ზედამხედველობა კვლავ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდა. რა გარანტიები არსებობს დღეს, რომ ეს პრობლემა კვლავ არ გაჩნდება?

- პირველ რიგში, ანალიზი უნდა მოხდეს, რის გამო მოხდა დაბრუნება. გამოყოფილი 2008 წელს იყო, როდესაც საქართველოში ყველაზე ცუდი ვითარება იყო და საქართველომ ეს ცუდი ვითრება გადაიტანა და ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო რაღაც პრობლემები შეიქმნა. მეორე საკითხია, თუ რამდენად კოორდინირებული იქნება ეს ურთიერთობა, თავისთავად, გამოყოფილსაც და ერთობლივ მუშაობასაც თავისი პლიუსები და მინუსები აქვს.

ფაქტი ის არის, რომ დიდი ქვეყნები, მსოფლიოს წამყვანი ფინანსური სექტორები, - აშშ, იაპონია, ჩინეთი და სხვა ამ მოდელზე მუშაობენ. ამ ორივე მოდელს თავისი საფუძველი აქვს. 2008 წელს გლობალური კრიზისი ძირითადად აშშ-ში წარმოიშვა და მათ აქტი შემოიღეს, რომლის მიხედვითაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო კიდევ უფრო დააწევრიანეს, დამატებითი ინსტიტუტები შექმნეს.

- ამბობთ, რომ ამერიკული მოდელისკენ მიდიხართ?

- ერთ-ერთი სამაგალითო ფინანსურ სექტორში ამერიკული მოდელია. მეორე სამაგალითოდ შეიძლება ბრიტანეთი ჩაითვალოს. ბრიტანეთშიც კრიზისის შემდგომ, გადაწყვეტილება მიიღეს კიდევ უფრო დაენაწევრებინათ სექტორი და სამართალმემკვიდრე შექმნეს, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

ტენდენცია, რაც მსოფლიო კრიზისის შემდეგ გაჩნდა არის ის, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტი უნდა შიქმნას, რომელიც ფინანსურ სექტორში არა მხოლოდ ფინანსური რისკების დაცვაზე იქნება ორიენტირებული, არამედ მომხმარებლის უფლებების დაცვაზეც იქნება ორიენტირებული. ეს თავისთავად მის ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. შეაბამისად, მისი ფინანსური კეთილდღეობა ჯამში ქვეყნის ფინანსური სექტორის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

- რა არის სავალუტო ფონდის კონკრეტული შენიშვნები?

- სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზედამხედველობის ინსტიტუტი პოლიტიკური ჩარევებისაგან დამოუკიდებელი იყოს, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები და ეს ამ ინსტიტუტის წარმატებული მუშაობის ძირითადი კრედოა. დღევანდელი ვითარება ასეთია, რომ ერთი შეხედვით, პოლიტიკური ინსტიტუტების სრული ბუკეტია წარმოდგენილი.

- ზედამხედველობის სააგნეტო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ეროვნული ბანკისგან სრულიად გამიჯნული იქნება?

- ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ეროვნულ ბანკთან თანაარსებობს და ზედამხედველობის სრულყოფილ მონიტორინგს ემსახურება. შინაარსობრივად ინსტიტუტი დამოუკიდებელია და ეს რომ ასე იყოს ძალიან მნიშვნელოვანია.

Subscribe to our news

Get the main news of the day