სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, გასულ წელს, covid-19-ის პანდემიის გამო, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია დაიწყო, რომელსაც წელსაც აგრძელებს. სოციალური პაუხისმგებლობის ფარგლებში, საბაუნი, განათლებით დაინტერესებული პირებისთვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს ახორციელებს, რათა ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღებაში ხელი შუწყოს.
გარდა სოციალური პასუხისმგებლობისა, საბაუნი მე-20 საიუბილეო წელს ახალი სტატუსით, განახლებული საგანმანათლებლო პროგრამებითა და პროექტებით, ხვდება. კიდევ ერთი სიახლეა საბაუნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მულტიფუნქციური საერთო სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც სტუდენტებს მალე უმასპინძლებს.
სტუმრები: დიმიტრი გეგენავა - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი;
თამთა მიქაბერიძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი.