Home
Category
TV Live Menu

სუნელების მწარმოებელი კომპანია "ოჯახური" "ფურშეტისგან" ფულს ვერ იღებს

5954f1af3e6f9
სალომე მეცხვარიშვილი
29.06.17 16:23
921
სუნელების მწარმოებელი კომპანია "ოჯახური" "ფურშეტისგან" ფულს ვერ იღებს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" თავად კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ ლერი კიპაროიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სხვადასხვა ქსელიდან ფულის ამოღებაა, რამდენადაც მაღაზიები იხურებიან, კომპანია კი თანხას კარგავს.

ლერი კიპაროიძის თქმით, „ფურშეტს“ მათ მიმართ ათიათასობით ლარის დავალიანება აქვს, თუმცა, ქსელი ბანკროტზეა და თანხის ამოღებას ვერ ახერხებენ.

სუნელების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ლერი კიპაროიძის თქმით, თანხის ამოღება იურიდიულადაც ვერ ხერხდება, სასამართლოში კი პროცესები წლობით ჭიანურდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day