Home
Category
TV Live Menu

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესზე ცვლილება ამოქმედდება

56d95346d1654
BM.GE
04.03.16 13:14
1872
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე კონტროლის ახალი მექანიზმები ამოქმედდება.
 
კანონპროექტის განმარტების ბარათში წერია, რომ ცვლილებები პრობლემამ განაპირობა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში პოტენციური მშობლების მიერ სუროგაციის შედეგად დაბადებულ ბავშვთა საქართველოდან გაყვანის მხრივ შეიქმნა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს და ინიციატორის მიმართ გარკვეული შენიშვნებიც გამოითქვა. რა ხარვეზეებს ხედავენ დოკუმენტში სპეციალისტები, - აღნიშნული თემის დეტალებით გადაცემაში “საქმიანი დილა“ რეპროდუქციული კლინიკა ReproART-ის იურისტი, ნინო ბოგვერაძე საუბრობს.

-ხედავთ თუ არა იმის აუცილებლობას, რომ დღეს არსებული კანონი ცვლილებებს საჭიროებდა. შესაძლო ცვლიბებეისა და აღნიშნული რეგულაციების კანონში შევსვლა რამდენად სწორი და მართებულია?

-როგორც ადვოკატის, ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მივესალმები ისევე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი სახელმწიფოს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების დაცვისკენ, თუმცა ამ შემთხვევაში ზალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმულირებას იმ ცვლილებებისა, რომელიც კანონებში შედის, რადგან ამ ცვლილებებმა დამატებითი ბარიერების შექმნა არ უნდა გამოიწვიოს. აქ ფორმულირებაზეა საუბარი, თუ როგორაა ფორმირილებული ის კონკრეტული მუხლები, რომლითაც კანონებში ცვლილებები შედის.

-თქვენ ამ ბარიერებს ხედავთ?

-ვხედავ. მინიმალური რისკი არსებობს. კონკრეტულად იმ რეალობაში, რომელიც დღეს არსებობს რა იცვლება ამ ცვლილებების განხორციელებით - ეს ცვლილებები თანაბრად ვრცელდება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც დღეს საქართველოში სუროგაციის პროგრამით ისარგებლებენ. დღესდღეობით აკრძალულია და მარტოხელა ქალს არ შეუძლია სუროგაციის პროგრამას მიმართოს, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება შესაბამისი რეპროდუქციული შეუძლებლობა ჰქონდეს იმისთვის, რომ ბავშვი თვითონ იყოლიოს. სუროგაციის სარგებლობით შესაძლებლობის უფლება მხოლოდ წყვილს აქვს, შესაბამისად, უნდა არსებობდნენ პოტენციური მამა და დედა და აუცილებელია სუროგატ დედასთან შესაბამისი ხელშეკრულება იყოს გაფორმებული. თუმცა, დღესდღეობით საზღვრის გადაკვეთის დროს, მაგალითად თუ არ არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლომდე დასრულებული პროცედურა სუროგაციით დაბადებული ბავშვების რეგისტრაციის, აქ მშობლების დაბადების მოწმობაში ჩაწერა იგულისხმება, ამ შმთხვევაში შესაძლებელია ბავშვი საქართველოდან გაყვანილ იქნას მაგალითად, სხვა ქვეყნის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისად. სწორედ ის ექვსი შემთხვევა, რომელზეც საინფორმაციო ბარათში საუბარია, სწორედ აი, ამ შემთხვევებს უკავშირდება.

-გამოდის, რომ ის შემთხვევები კანონის ფარგლებში მოხდა?

-კი, თუმცა არ იყო დასრულებული პროცედურები, რაც საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და ეს პრობლემები ძირითადად იმ ძალიან სერიოზულ პრობლემატიკას უკავშირდება, რომელიც დღეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით არსებობს. რომლის მიხედვითაც სავალდებული წესით მოთხოვნილია სუროგატ დედასა და დონორს შორის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების არსებობა თუ სუროგაციის პროცესში დონორი ან დონორებია გამოყენებული. ამ ცვლილებასთან ბუნებრივია მინისტრის ბრძანებით დადგენილ მოთხოვნას პირდაპირი კავშირი არ გააჩნია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოთხოვნის არსებობა იმ თვალსაზრისით, რომ მე მიმაჩნია, ფაქტობრივად საერთაშოერისო სტანდარტს არღვევს მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სუროგოციის დროს დონორის მოთხოვნის იდენტიფიცირება ხდებოდეს.

-კანონპროექტის ავტორებს, იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ამ საკითხთან, ამ თემაზე კომუნიკაცია თუ აქვთ?

-რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც თვითონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინიციატივა გამოთქვა, რომ კლინიკის წარმომადგენლებს შეხვედროდა. ამ შეხვედრებზე არა ერთხელ იყო დაყენებული საკითხი იმის თაობაზე, რომ არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი სტანდარტი არ არის და პირიქით ისეთი სტანდარტი არსებობს, სადაც დონორის მონაცემები კონფიდენციალურია თუ ამას მხარეები ითხოვენ. ამ სტადარტის ასე უგულვებელყოფა არ შიძლება, რომ შენ დონორის პირდაპირი იდენტიფიკაცია მოთხოვო, ხელშეკრულების გაფორმება ნოტარიუსთან ხდება და თან ეს ხელშეკრულება სუროგატ დედას, დონორსა და წყვილ შორის ცალმხრივია. პრობლემა, რომელსაც ფორმულირების თვალსაზრისით ვხედავ ამ ცვლილებების მიხედვით, აუცილებელია ორივე მშობელი იყოს ჩაწერილი ბავშვის მშობლად იმისთვის, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანა მოხდეს. პრობლემა და რისკი, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ასეთ შემთხვევას ადგილი არ ქონია, მაგრამ დავუშვათ, ხომ შეიძლება ერთმა მშობელმა, რომელიც გენეტიკური მშობელია სასამართლოს მიმართოს და მშობლად აღიარება მოითხოვოს, სამოქალაქო რეესტრმა თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ დონორთან ხელშეკრულების არ არსებობის მოტივით შეიძლება მას აღიარებაზე უარი უთხრას. უნდა დავუშვათ, რომ ასეთ რისკს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ვფიქრობ, სასამართლომ ასეთი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.

-მინისტრის მოადგილემ, როდესაც ამ რეგულაციის მიზეზეზბზე ისაუბრა ახსენა, რომ იგი ბავშვთა ტრეფიკინგის აღმოსაფრხვევად იყო საჭირო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, არა მხოლოდ არაკანონიერ შემთხვევებს შეეხება სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა, არამედ კანონის ფარგლებში ამ ბავშვების უფლებებს შელახავს. რამდენად არსებობს ამის საფრთხე?

-სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებელია სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდეს. ასეთ დროს, სახეზე ისეთი შემთხვევა გვექნება, როდესაც საქართველოში ადგილი აქვს სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვს, მაგრამ ჩაწერილი არის მხოლოდ ერთი მშობელი მის მშობლად და ასეთი ბავშვის საქართველოდან გაყვანა პრობლემატური იქნება, რადგან ბავშვის საქართველოდან გაყვანის შემთხვევაში ორივე მშობლის ჩანაწერის არსებობაა საჭირო და აუცილებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day