Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სუროგაციის ტურიზმის კუთხით, საქართველო წამყვან ქვეყნებს შორის სახელდება

BM.GE
31.10.21 14:12
532
რეპროდუქცია და ხელოვნური განაყოფიერებაა დღეისათვის, ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ საჭირო სერვისია, რადგან დაუზუსტებელი სტატისტიკით ყოველი მერვე წყვილი ქვეყანაში უშვილოა, ამიტომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დემოგრაფიული კუთხითაც და შემოსავლების თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, ამ მომსახურებით საქართველოს მოქალაქეები იშვიათად სარგებლობენ, რადგან ქართველ პაციენტს თანხის გადახდის საშუალება არა აქვს. ამ სერვისს კი არც კერძო დაზღვევა და არც სახელმწიფო არ აფინანსებს. ხოლო თუ სფეროს, როგორც ბიზნესს შევხედავთ, ძირითადი შემოსავლის წყარო უცხოელი პაციენტები არიან, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, აქ თანხას იხდიან და შვილს აჩენენ. ამიტომაც საქართველო რეპროდუქციის მიმართულებით, მსოფლიოში ლიდერ ხუთეულში ხვდება. ჩვენ გვაქვს კარგი პოტენციალი და შესაძლებლობა რომ სუროგაციის ტურიზმი განვითარდეს, ისე რომ ლიდერი ქვეყანა გავხდეთ, თუმცა საჭიროა პირველი და უმნიშვნელოვანესი – სწორი რეგულაციები და თანადაფინანსების პროგრამების აუცილებლობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day