Home
Category
TV Live Menu

სურსათის ეროვნული სააგენტო: ქართულ სუნელზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს

59574d04008aa
BM.GE
01.07.17 11:10
751
სურსათის ეროვნული სააგენტო გუშინ მედიაში ქართულ სუნელზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო, მოსახლეობას აფრთხილებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან!

სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day