Home
Category
TV Live Menu

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "კარფურში" სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

5a68c161d6bac
BM.GE
24.01.18 21:21
1362
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "თბილისი მოლში", "კარფურში" არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

Subscribe to our news

Get the main news of the day