სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეცოპერაცია
რამდენიმე წუთის წინ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციისას დაშავებულია ერთი სპეცრაზმელი. მათივე თქმით, მოსახლეობა ევაკუირებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის ცნობით, სპეცოპრეცაციისას მიყენებული ზარალი მოსახლეობას აუნაზღაურდება.