Home
Category
TV Live Menu

სვანური მარილის მწარმოებელი კომპანია "ლუშნუ" ექსპორტისთვის ემზადება

57f34319db209
BM.GE
04.10.16 09:50
1224
სვანური მარილის მწარმოებელი კომპანია „ლუშნუ“ ექსპორტისთვის ემზადება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო გოშთელიანი "ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, საცდელი პარტიები რამდენიმე ქვეყანაში აქვს გაგზავნილი და უახლოეს მომავალში პასუხებს ელოდება.

ნიკა გოშთელიანი კონკრეტულ ქვეყნებს და მიმართულებებს არ ასახელებს, თუმცა, აცხადებს, რომ საუბარია ევროპის ერთი და აზიის 2 ქვეყნის მხრიდან დაინტერესებაზე.

მისი თქმით, ერთ-ერთ ქვეყანასთან შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა. დამკვეთი მწარმოებლისგან კონკრეტული სერთიფიკატის წარმოდგენას ელოდება, რის შემდეგაც მარილის ექსპორტი დაიწყება.

სვანური მარილი "ლუშნუ“ მესტიაში იწარმოება. საწარმოს დღეში 15-20 ათასი პაკეტის გამოშვება შეუძლია.

Subscribe to our news

Get the main news of the day