თბილისში გატაცებული ბიზნესმენი სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორია. გამტაცებლები კომპანიის დირექტორს გივი ჯიბლაძეს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კონკრეტულ თანხას სძალავდნენ. მისი თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან.
სავარაუდო გამტაცებლები სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
კომპანია "სვეტის" დირექტორი თორნიჯე ჯანელიძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპანია რამდენიმე ორგანიზაციას აერთიანებს. მათი ერთ-ერთი პროექტი კი ბაკურიანში ხორციელდება.
"პროექტი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებდა მიწაზე, რომელიც წარსულში ზურა წერეთლის საკუთრებაში იყო. ამჯერადაც ეს მიწა არის ერთ-ერთი კომპანიის მფლობელობაში, რომელთან ერთად ვახორციელებთ პროექტს.
პროექტის პირველი ეტაპი პარტნიორი კომპანიის მიერ უკვე დასრულებულია. ჩვენთვის დაპირისპირების დეტალები ცნობილი არ იყო, ვინ რა მომენტით ისარგებლა ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. დაპირისპირებას მოჰყვა გატაცება.
სვეტი როგორც თავის ინვესტიციას ასევე მომხმარებლების ნდობას დაიცავს. ეს ყველაფერი საქართველოში სტაბილურ ბიზნეს გარემოზე მოქმედებს“, - ამბობს ჯანელიძე.