მსოფლიოში სწავლის დაფინანსების საკმაოდ ბევრი ფონდი და ორგანიზაცია არსებობს. გაცვლითი პროგრამები, როგორც საზღვარგარეთ სემესტრულ სწავლას, ასევე სრულ კურსებს მოიცავს.
ქართველი სტუდენტებისთვის ევროპაში ფუნქციონირებს Visegrad-ის დაფინანსების პროგრამა. დაფინანსების პროგრამა 1-დან 4 სემესტრს მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
პროგრამა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, მოლდოვის, მონეტენეგროს მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.
გრანტის მოპოვება შემდეგი ოთხი ქვეყნის უნივერსიტეტშია შესაძლებელი: ჩეხეთი, უნგრეთიმ პოლონეთი, სლოვაკეთი.
სასტიპენდიო თანხად განსაზღვრულია 2300 ევრო, ასევე დამატებითი სტიპენდია საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად.
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა პირველ რიგში ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსოს იხ. ვებ-გვერდი. მომავალი წლის სემესტრისთვის აპლიკაციის შევსება შემოდგომაზე დაიწყება.
სამაგისტრო გრანტის მოპოვებისთვის აუცილებელია, რომ სტუდენტი თავის ქვეყანაში მაგისტრატურის საფეხურზე ირიცხებოდეს. გრანტის გაცემისას პრიორიტეტი იმ სტუდენტს ენიჭება, რომელიც უნივერსიტეტში მასპინძელი ქვეყნის ენაზე გააგრძელებს სწავლას.
გრანტის მისაღებად ბაკალავრის ხარისხის დიპლომის გაგზავნაა საჭირო, ასევე მაგისტრატურის საფეხურის ნიშნების.
გრანტის მისაღებად საჭიროა ვიშეგრადის ფონდს მასპინძელი უნივერსიტეტის ჩარიცხვის საბუთი გაუგზავნოთ. მისი გაგზავნა, აპლიკაციის დასრულების შემდეგ ივნისამდეც არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის ფონდს დამატებით უნდა ეცნობოს.
მასპინძელი უნივერსიტეტს შესაძლოა დამატებითი მოთხოვნები ჰქონდეს, მაგალითად სამაგისტრო თეზისის სამომავლო გეგმა, - სტუდენტმა უნივერსიტეტს საჭიროების შემთხვევაში წინასწარ უნდა აცნობოს იმ თემის სახეობა რომელზეც მუშაბას აპირებს და მისი მოკლე მონახაზი უნდა გააგზავნოს.
ონლაინ აპლიკაციის შევსების გარდა, სტუდენტმა საკუთარი საბუთები ფოსტის მეშევობითაც უნდა გააგზავნოს. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა ტრადიციულად 31 იანვარია, წარმატებული აპლიკანტების სია კი 15 მაისს ქვეყნდება.