28 დეკემბერს სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში საინვესტიციო კონფერენცია INVEST HUB 2022 ია დაგეგმილი, რომლის მიზანიც გლობალური ბიზნესისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის წარმოჩენაა. გეგმის მიხედვით, რომელსაც ორგანიზებას Swef land უწევს, სტუმრებს საქართველო, როგორც რეგიონალური ჰაბი, ამ სტატუსით უნდა იყოს საქართველო შეთავაზებული. გეგმაშია კონფერენციის ფარგლებში, ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის მიზნებზე და ზოგადად ამ კონფერენციის დეტალებზე საუბარი წინმსწრებად Forbes Georgia-ს ოფისში გადავწყვიტეთ.