Home
Category
TV Live Menu

ტაჯიკეთი ყველაზე ღარიბ ქვეყნად დასახელდა

569a2bc55479e
BM.GE
16.01.16 15:26
2843
სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ტაჯიკეთი ყველაზე ღარიბ ქვეყანად დაასახელა. ამ დასკვნის მისედვით, ქვეყნის მოსახლეობის 33% შიმშილობს. ტაჯიკეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას ექსპერტები შრომითი მიგრანტებისგან თანხების გადარიცხვის მკვეთრ შემცირებას უკავშირებენ, რაც რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისით და დასავლეთის სანქციებით არის გამოწვეული. ტაჯიკეთის ნაციონალური ბანკისმონაცემებით, გასულ წელს ფულადი გზავნილები 2014 წელთან შედარებით 40%-ით შემცირდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day