Home
Category
TV Live Menu

თამაზ გაიაშვილი: ბევრი გიჟია, ვინც ამბობს, რომ რუსთაველზე არაფერი უნდა გაკეთდეს

5a97df2c6a795
სალომე მეცხვარიშვილი
01.03.18 15:32
1438
ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს რუსთაველის გამზირზე Four Season-ის სასტუმროს გახსნა სურს. ბიზნესმენი ამბობს, რომ უკვე 9 წელია პროექტის დამტკიცებას ელოდება და ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ ახერხებს. საუბარია 260-ნომრიან სასტუმროზე, რომელშიც ინვესტიციის სახით 70 მილიონი დოლარის ჩადება იგეგმება.

სასტუმროს პროექტის გავრცელებას სოციალურ ქსელში მომხმარებლების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ბიზნესმენი "საქმის კურსის" მეშვეობით იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც რუსთაველზე სასტუმროს აშენების წინააღმდეგები არიან:

"ერთი და იმავე შეხედულებების ადამიანები ძალიან ცოტაა. ზოგს მოსწონს ეს, ზოგს - ის. რაც იქნება მისაღები საზოგადოებისთვის, საბოლოოდ, ის აშენდება. არ უნდა დავრჩეთ მე-17 და მე-18 საუკუნეში. ვითარდება ქვეყანა და უნდა განვითარდეს არქიტექტურაც. ძალიან ბევრი გიჟია, რომელიც იძახის, რომ „ეს რუსთაველია და არაფერი არ უნდა გაკეთდეს“. რუსთაველი გადაიქცა მე-5 ხარისხოვნად. ამ გიჟების ძახილში, რომ რუსთაველია, არაფერი არ ვითარდება",- აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

მისი თქმით, საერთაშორისო ბრენდ Four Season-თან მოლაპარაკებები მას შემდეგ განახლდება, რაც მერია პროექტს დაამტკიცებს.




Subscribe to our news

Get the main news of the day