Home
Category
TV Live Menu

თამაზ გაიაშვილი თბილისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

5a97dbcddf78b
სალომე მეცხვარიშვილი
01.03.18 14:51
1245
თამაზ გაიაშვილი თბილისის აეროპორტის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. როგორც ბიზნესმენმა bm.ge-ს განუცხადა, საუბარია 120-დან 160- ნომრამდე სასტუმროზე, რომელიც 4-ვარსკვლავიანი იქნება.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის გამოყოფისა და ესკიზური პროექტის შემუშავების სამუშაოები.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბრენდის სასტუმრო განთავსდება ადგილზე. გაიაშვილი ამბობს, რომ სასტუმრო ბიზნესში შესვლას რეგიონებშიც გეგმავენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day