დღეს საქართველოში 800 000-ზე მეტი ზრდასრული მწეველია. მიუხედავად იმისა, რომ თამაბქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით მათ შორის რეგულირების ჩარჩო გაჩნდა, ეს მაინც არ არის საკმარისი, რადგან ყოველი მესამე ადამიანი კვლავ აქტიურ მწეველად რჩება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თამბაქოს ზიანის შემცირების მიზნით უკვე გადავიდა ალტერნატიული პროდუქტების გამოყენებაზე, რაც მეცნიერულად დასტურდება რომ გაცილებით ნაკლებად მავნეა, ვიდრე ტრადიციული თამბაქო.