Home
Category
TV Live Menu

თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

58c7d0c98a975
BM.GE
14.03.17 12:05
923
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვის და რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმოს უაქციზოდ რეალიზაცია. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო ნივთმტკიცების სახით. ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ავტომანქანა, რითაც ახდენდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვას”,- აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Subscribe to our news

Get the main news of the day