Home
Category
TV Live Menu

"თამბაქოს ინდუსტრია რეგულაციების წინააღმდეგი არაა, მაგრამ რეგულაციები თანმიმდევრული უნდა იყოს"

577fda0c5924f
BM.GE
08.07.16 20:46
1203
ICC Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი თვლის, რომ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ქვეყანაში მწეველთა რიცხვს ვერ შეამცირებს, - ბიზნესს და სახელმწიფო შემოსავლებს კი დააზარალებს. როგორც მჭედლიშვილმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, კანონპროეტში საუბარია თამბაქოს გასაყიდი საცალო მაღაზიების ლიცენზირებაზე, რაც კორუფციის რისკებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს გაზრდის.
 
"ძალიან ბევრი რეგულაცია ერთ ქვაბშია ჩაყრილი და მისი ერთბაშად შემოღება სურთ. ჩემი აზრით, ეს გაუმართლებელია. კანონპროექტში საუბარია ხილვადობის შეზღუდვაზე, - ამით უამრავი პატარა მაღაზია, რომლის ვაჭრობის უდიდესი წილი თამბაქოს რეალიზებაზე მოდის, ძალიან დაზარალდება. არმგონია, რომ ამით მწეველების რაოდენობა შემცირდეს. მაგალითად დიდ ბრიტანეთში კარადებიდან იყიდება სიგარეტი, თუმცა ამით მწეველების რაოდენოაბა არ შემცირებულა.

მე პირადად მომხრე ვარ, რომ რესტორნებში მოწევა სრულად აიკრძალოს. დღეს მწეველების და არამწეველების ადგილი 50-50%-ზე უნდა იყოს, მაგრამ ეს არ სრულდება. ამიტომ მომხრე ვარ საზოგადოებრივი კვების ადგილებში მოწევა სრულად აიკრძალოს.

თამბაქოს ინდუსტრია რეგულაციების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ეს რეგულაციები თანმიმდევრული უნდა იყოს. ბიუჯეტის 5-6%-ით შევსება თამბაქოს ინდუსტრიაზე მოდის. ბიუჯეტი ისედაც სოციალურად ორიენტირებულია და ამიტომ რთულია ყველაფრის ერთდროულად შემოღება.

კანონპროექტის ავტორმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი შეიძლება დააკლდეს. ეს ძალიან დიდ ზარალს გამოიწვევს, მინიმუმ 500 -600 მილიონი შედის თამბაქოს ინდსუტრიისგან ბიუჯეტში“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.


"თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შესახებ კანონი მთავრობამ თამბაქოს ინდუსტრიის დაკვეთით დაბლოკა" .

JTI კავკასია: თამბაქოს შესახებ კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის სტრატეგიასთან

Subscribe to our news

Get the main news of the day