Home
Category
TV Live Menu

თამბაქოს ინდუსტრიისთვის აქციზის მატების 12 წლიანი გეგმა წლის ბოლოსთვის დამტკიცდება

57735f75e636c
BM.GE
29.06.16 09:38
1163
თამბაქოს ინდუსტრიისთვის აქციზის მატების 12 წლიანი გეგმა წლის ბოლოსთვის დამტკიცდება. "JTI კავკასიას" წარმომადგენლის ივა ხასიას ინფორმაციით, გეგმის განხილვა მოხდა, როგორც ეკონომიკურ საბჭოზე, ასევე ფინანსთა სამინისტროში.
 
"აქციზის გადასახადი უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირში არსებულ ნიშნულს. ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად და წელიწადში ორჯერაც ხდებოდა აქციზის მატება, მაგალითად 2015 წელს. წელსაც 1 იანვრიდან გაიზარდა.

ინდუსტრიამ 12 წლიანი გეგმა წარვუდგინეთ სამინისტროს აქციზის მატების და ველოდებით, რომ ალბათ წლის ბოლოსთვის მოხდება მისი დამტკიცება“, - განაცხადა ხასიამ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

Subscribe to our news

Get the main news of the day