თამბაქოზე აქციზური გადასახადის ზრდით საერთაშორისო სავაჭრო პალატაში კონტრაბანტული პროდუქციის ზრდასპროგნოზირებენ, - როგორც პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, აქციზური განაკვეთის ზრდამ ერთხელ უკვე გამოიღო ნეგატიური შედეგი ჯერ კიდევ 2004 წელს.
"გადასახადების მთავრობა ბიუჯეტის შევსება და იმ დანაკლისის დაკომნპენსირება სურს რაც საგადასახადო რეფორმით გვაკლდება. ჩვენ ვფიქრობთ რომ თამბაქოზე აქციზური განაკვეთის ამ ზომით ზრდა არ უნდა მომხდარიყო, ამან შესაძლოა ქვეყანაში კონტრაბანტული პროდუქციის შემოსვლა გაზარდოს. მსგავსი ზრდა ერთხელ უკვე მოხდა 2004 წელს, მაშინ ფინანსთა მინისტრმა ნოღაიდელმა გაზარდა გადასახადი, გავაფრთხილეთ შედეგებზე, თუმცა არ გაითვალსიწინა, შედეგად ბაზარი გაივსო კონტრაბანდული სიგარეტით და ბიუჯეტმაც იზარალა. რამდენიმე თვის შემდეგ გადაწყვეტილება გადაიხედა. ამჯერად მთავრობას ვეუბნებით რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას“, - განაცხადა ფადი ასლიმ.