Home
Category
TV Live Menu

თანაინვესტირების ფონდი: ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები იყო და რჩება მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად

58295a2314ffa
ნინო კვინტრაძე
14.11.16 10:29
1070
თანაინვესტირების ფონდისთვის ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები „იყო და რჩება მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად“. როგორც ფონდში „ბიზნესკონტრაქტს“ განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი BitFury group-ის ინვესტირებიდან გამოვიდა, ფონდისთვის აღნიშნული მიმართულება კვლავ პრიორიტეტულია.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდისთვის საამაყოა, რომ ბიტკოინ ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის მიმწოდებლებს შორის მსოფლიოში წამყვანი კომპანია BitFury Group-ის საქართველოში შემოსვლა ფონდის სახელს უკავშირდება.

2014 წელს ფონდმა ინვესტიცია განახორციელა საქართველოში BitFury Group-ის პირველ პროექტში, რის შედეგადაც ქ. გორში განთავსდა იმ დროისთვის მსოფლიოში უმსხვილესი ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საპროცესინგო დატა ცენტრი. ფონდმა BitFury Group-სთვის ჯამურად $20 მლნ დოლარის ღირებულების სესხი გამოყო. ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, ამ ბიზნესმა საქართველოშიც წარმატებით აიღო სტარტი და ფონდის სესხი BitFury Group-მა 1.5 წელიწადში სრულად დაფარა.

ანგარიშსწორების ყველაზე გამჭვირვალე და ინოვაციური სისტემა, რევოლუცია ციფრულ სამყაროში, ე.წ. ახალი ინტერნეტი. ასე მოიხსენიებენ დღეს ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მსხვილი კომპანიების ლიდერები.

ფონდი ჯერ კიდევ მაშინ დარწმუნდა ინდუსტრიის პოტენციალსა და შესაძლებლობებში, როცა აღნიშნული ტექნოლოგიების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა. 2014 წელს, ჩვენ საქართველოში შემოვიყვანეთ ინდუსტრიის ლიდერი კომპანია BitFury Group და ამ გზით საქართველო მოვნიშნეთ ინოვაციური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელიც იზიარებს და ავითარებს ინდუსტრიაში არსებულ უახლეს მიღწევებსა და ტენდენციებს. შესაბამისად, ფონდისთვის ბიტკოინ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები იყო და რჩება მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად“, - განმარტავენ ფონდში.

Subscribe to our news

Get the main news of the day